1 დღე შეზღუდვებამდე და უჩვეულოდ დიდი რიგები სავაჭრო ობიექტებთან 2 მიზეზით, მარაგი შეზღუდვებამდე და ე.წ შავი პარასკევი, როდესაც ყველა პროდუქტზე ფასები მცირდება. დაწესებული შეზღუდვების ფონზე, მთავრობა და ეპიდემიოლოგები იმედს მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე ამყარებენ. სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები ზარალზეც საუბრობენ. ხვალიდან ყველაზე მკაცრი შეზღუდვა ბათუმთან ერთად ქუთაისში, თბილისში,რუსთავში,თელავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში იქნება.