ბოლო 24 საათში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში. გარდაიცვალა 6 პაციენტი, აქედან ოთხი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე რეგიონის კლინიკებში 2 724 ადამიანი მკურნალობს. მძიმე პაციენტია 154, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 49 პაციენტი.
საქართველოში 3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 2 039-აჭარაში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 114 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 458, აჭარაში -1 034, ხოლო იმერეთში - 35.