საქართველოში კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

27 ნოემბერი 2020, 10:59 1502 ნახვა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში covid-19-ით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა. 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 102 270-მდე.

''დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 863 შემთხვევა, აჭარაში-664, იმერეთში-648, ქვემო ქართლში-319, შიდა ქართლში-259, გურიაში-102, სამეგრელო-ზემო სვანეთში-385, კახეთში-280, მცხეთა-მთიანეთში-128, სამცხე-ჯავახეთში-89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-43.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 013. მათ შორის, 6 251 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 724, აჭარაში -1 020, იმერეთში -1 219. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 976 პირი, მათ შორის, თბილისში-447, აჭარაში-154, იმერეთში-226. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი, მათგან თბილისში-201, აჭარაში-49, იმერეთში-45'' - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი