თათბირი ბათუმის მერიაში

26 ნოემბერი 2020, 14:17 1038 ნახვა

მერიის სტრუქტურული ერთეულები და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები თოვლისა და უხვი ნალექის შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავლენ - განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა,  სამუშაო შეხვედრაზე.

არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, მობილიზებული იქნება ,,სანდასუფთავებისა“ და ,,ბათუმის წყლის“ სპეციალური ტექნიკა, 150 ტონა ტექნიკური მარილი და 50 ადამიანისგან შექმნილი მობილური ჯგუფი.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 600-ზე მეტი კუბური მეტრი შეშა. თითოეული ოჯახისთვის - 2 კუბური მეტრი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი