საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
მიხეილ ჩხელკელის განცხადებით, 28 ნოემბრიდან, 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას აჩერებენ.
რაც შეეხება სკოლებს, დიდ ქალაქებში სკოლები უკვე გადასული არიან დისტანციურ რეჟიმზე და ეს შეზღუდვა რჩება ძალაში.
რაც შეეხება დიდ ქალაქებს, უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა მედიცინის აკადემიური პროგრამებისა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ვითარებიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება, არის სტრატეგიული პრიორიტეტია ქვეყნისთვის.
„უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება, მედიცინის აკადემიური პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად. ამ შემთხვევაში სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.