მოძრაობა "ალტერნატივას" წევრები სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა 

25 ნოემბერი 2020, 18:21 922 ნახვა

21 ნოემბერს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ალტერნატივას 5 წევრი 500-500 ლარით დაჯარიმდა. ასევე სასამართლომ მათ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. 5-ვე წევრი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დაკავებას, მათ ბოლო დროს აქტიურობას უკავშირებენ.

გამოძიების ვერსიით, პოლიციელების არაერთი მოწოდების მიუხედავად ისინი აქციაზე არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას, ასევე ცდილობდნენ კომისიის შენობაში შეჭრა. მტკიცებულების სახით სასამართლო გაეცნო ვიდეო მასალებს, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისა და სამართალდამცავების ჩვენებებს.

გარდა ამისა , ალტერნატივას ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიება ძალადობის მუხლითაც მიმდინარეობს, თუმცა მისთვის ამ დრომდე ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი