ქედის მერია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას შეუერთდა. თარიღთან დაკავშირებით მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და გენდერული საბჭოს წარმომადგენლებთან ტრენინგები ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრის მიზანი ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებაა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ფლაერებისა და ბუკლეტების დარიგებაც.