მოსახლეობას ხვალ გავაცნობთ რა ტიპის შეზღუდვები იქნება და რომელი რიცხვიდან - ეკატერინე ტიკარაძე 

25 ნოემბერი 2020, 15:40 2290 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის წევრები ხვალ ისაუბრებენ.

''დღესაც  ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესისა  და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. გვაქვს ორი ვერსია რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ეს  ინფორმაცია ცნობილი. ასევე მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომელსაც  ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ  მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს. ორკვირიანი პერიოდის შეფასების შემდეგ, ჩვენ შეიძლება  შემოვიღოთ, ან მეტად უფრო გამკაცრებული სქემა, ან პირიქით, შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მეტად უფრო მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა. 

ჩვენ ხვალ გავაცნობთ მოსახლეობას რა ტიპის შეზღუდვები იქნება და რომელი  რიცხვიდან'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მაქსიმალურად ეცდებიან მოქალაქეებმა თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი.

''ერთის მხრივ ვითვალისწინებთ  იმ შედეგს,  რაც შეიძლება მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას კოვიდინფექციის  მასშტაბური გავრცელების შედეგად, ასევე ვითვალისწინებთ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც, როდესაც ყველა ველოდებით ახალ წელს და შობას. ასევე ვითვალისწინებთ ბიზნესის აქტიურ ფაზას, რომელიც არის დეკემბერში. 

ჩვენი მიზანი არ არის მოხდეს ისეთი შეზღუდვები და იმ ვადით შეზღუდვები, რომ ყველა ეს კომპონენტი მოყვეს ზარალში. 

აქედან გამომდინარე ჩვენ დავაკვირდებით პროცესს იმ პერიოდის შემდეგ, რაც ჩვენ შეზღუდვებს დავაწესებთ და  მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფლად აღნიშნონ ახალი წელი'' - განაცხადა მინისტრმა. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი