კიდევ ერთი განცხადება ამავე საკითხზე ოთხმა ევროპარლამენტარმა გაავრცელა. ევროპელი კანონდმებელები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს. მათივე შეფასებით, კომპრომისი საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერეხებელი მუშაობა, რადგან ის არის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. აქვე, აღნიშნულია, რომ მხარს უჭერენ ეუთო/ოდირის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებას და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი რაუნდის შედეგად გამოქვეყნებულ გამოხმაურებას.