ბათუმის მერიის ინფორმაციით, ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე მოქალაქე დააჯარიმეს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში 49 მგზავრს გამოუწერეს 20 ლარიანი ჯარიმა, პირბადის გარეშე მგზავრობისთვის.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მონიტორინგი.
COVID-19 -თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს.