უცნობია როდის გაიმართება მოლაპარაკების მესამე რაუნდი

23 ნოემბერი 2020, 11:11 1059 ნახვა

ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება მოლაპარაკების მესამე რაუნდი ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დიპლომატების ჩართულობით. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახლა ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა და ისინი ელოდებიან მმართველი გუნდისგან კონკრეტულ წინადადებას. როგორ წარიმართება ეს შეხვედრები და რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებებს, ჯერ უცნობია.

ოპოზიციის მოთხოვნები კი უცვლელი: ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილება, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. შეხვედრა ორჯერ გაიმართა აშშ ელჩის რეზინდენციაში, რომელსაც ევროკავშირის ელჩიც ესწრებოდა. თავის მხრივ ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი