ბელარუსში სამართალდამცავებმა 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

23 ნოემბერი 2020, 10:01 1334 ნახვა

ბელარუსში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.  დაკავებულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრმა „ვესნა -96“-მაც.  გუშინ ბელარუსის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა და პოლიციამ მათ დასაშლელად ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი