„ალტერნატივას“ ლიდერი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

22 ნოემბერი 2020, 18:24 1195 ნახვა

ამ დრომდე გრძელდება მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტის გამოკითხვის პროცესი. იგი აჭარის მთავარ სამმართველოში 15 საათზე შევიდა. შეგახსენებთ  იგი ორგანიზაციის  კიდევ 4 წევრთან ერთად გუშინ საღამოს ბათუმის  საოლქო საარჩევნო კომისიასთან დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე ისინი გაათავისუფლეს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა   აჭარის მთავარ სამმართველოში ხათუნა ბერიძის დაბარების ოფიციალური მიზეზი, თუმცა   გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ,  საქმე ეხება 19 ნოემბერს  "ქართული ოცნებისა"  და ალტერნატივას აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტს.  „ალტერნატივა“ ქართული ოცნების ბათუმის შტაბის ხელმძღვანელის გიორგი მანველიძის სახლთან აქციის მოწყობას აპირებდა, ადგილზე მისულებს კი ოცნების აქტივისტებმა კონტრაქცია მოუწყვეს, ხოლო კონფლიქტის გამწვავების მიზეზი , გორგილაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსზე გამოფენილი ბანერი გახდა, რომელზეც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ფოტოები იყო გამოსახული. გაერთიანებული ოპოზიცია ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ  საქმეზე გამოძიების დაწყებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ და ხელისულებას მოუწოდებენ შეწყვიტონ აქტივისტების პოლიტიკური ნიშნით შევიწროება და დევნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი