პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში მანდატების უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა - თორნიკე რიჟვაძე

21 ნოემბერი 2020, 20:53 2325 ნახვა

საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ, მანდატების უმეტესობა მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

"ლიდერობს ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები და ამ შედეგებით, როგორც საქართველოს პარლამენტში ასევე უმაღლესი საბჭოს ნაწილში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,ქართულმა ოცნებამ''. მე, პირველ რიგში, არჩევნები და ამ არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ პირობებში ჩატარება მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას მისცა ხმა და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, ამომრჩევლებს, რომ მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად მომატებული ეპიდემიულოგიური რისკებისა, დღესაც მიიღეს მონაწილეობა მეორე ტურში და შესაბამისად მისცეს ხმა, დააფიქსირეს თავისი ნება ამ ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების მიმართ. 

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას. დღესაც, მათ შორის ყველაზე მაღალი აქტივობა მაღალმთიან აჭარაში და ხელვაჩაურში დაფიქსირდა. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქობულეთს, ბათუმს, იქ ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო მხარდაჭერა, პირველ ტურში და დღესაც იგრძნობოდა მათი აქტიურობა. 

წინასაარჩევნო პროცესი და წინაასარჩევნო კამპანია დაკავშირებული იყო არაერთ გამოწვევასთან, როგორც კოვიდთან ასევე რიგი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან არჩევნების დისკრედიტაციასთან, თუმცა ჩვენ ყველამ შევძელით, რომ არჩევნები ჩატარებულიყო ღირსეულად", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი