გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ცვლილების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 22 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
მათვე განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.