თავდამსხმელს მძევლად 9 პირი ჰყავს აყვანილი - ვაჟა სირაძე

20 ნოემბერი 2020, 17:56 1095 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 პირია მძევლად აყვანილი.

ვაჟა სირაძემ მედიასაშუალებებს მოუწოდა, შეწყვიტონ ადგილზე არსებული ვითარების პირდაპირ ეთერში ჩვენება.

''ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არის 9 მძევალი და  ერთი შეიარაღებული პირი. ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლით მიმდინარეობს. 

 რაც შეეხება შეიარაღებას ამ ეტაპზე დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ გეტყვით. 

მინდა მედიასაშუალებებს ვთხოვო, შეწყვიტოთ პირდაპირი ჩართვა, რადგან საფრთხეს უქმნის სამართალდამცველების და მოქალაქეების უსაფრთხოებას.

ინფორმაცია, რომელიც არ არის დაზუსტებული არ გაავრცელოთ'' -  განაცხადა ვაჟა სირაძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი