ევროპაში კორონავირუსით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება 

19 ნოემბერი 2020, 20:10 1186 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს თქმით, ევროპაში კორონავირუსით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

„ევროპა კიდევ ერთხელ არის პანდემიის ეპიცენტრი, აშშ-სთან ერთად. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ წინ რთული ექვსი თვე გველის. პირბადის ტარება პანაცეა არ არის და ამის გაკეთება სხვა ზომების დაცვასთან ერთად არის აუცილებელი. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე გაიზრდება, კარანტინი არ იქნება საჭირო“, – განაცხადა კლუგემ.

ბოლო ერთ კვირაში ევროპაში „კოვიდ-19“-ით 29 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი