დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ - პრემიერი

19 ნოემბერი 2020, 11:30 1614 ნახვა

პრემიერის განცხადებით, დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ.

„კოვიდ-19-თან ბრძოლასთან ერთად ასევე გვაქვს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა – ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ პირველივე ტალღის დაწყებისთანავე, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ისეთ სერიოზულ რეფორმაზე და ნაბიჯზე, როგორიც არის დღგ-ს ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერცერთ პერიოდში ვერ განახორციელა. ეს ნიშნავს იმნას, რომ დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ, ფაქტობრივად მომენტალურად.

რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე, მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმა. ეს არის რეფორმა, რომლის მსგავსიც ბოლო წლების განმავლობაში, შეიძლება ითქვას, ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა და რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს როგორც საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და განსაკუთრებით ფასი აქვს ამ რეფორმას დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალის შენარჩუნების თვალსახრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი