ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი. ისინი რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორი სამედიცინო ცენტრში, ერთი კლინიკა „მედინაში“, ერთი კი საერთაშორისო ჰოსპიტალში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა ასაკი 62-დან 84 წლამდეა.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 336. 5 833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 689, აჭარაში - 928. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 115 პირი. რეგიონის კოვიდ-სასტუმროში 1 203 . საქართველოს მასშტაბით ბინაზე 8 985 პირი მკურნალობს.