საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ევრაზიის პროგრამების დირექტორი საქართველოს მთავრობას , საარჩევნო კამპანიის პერიოდში დარღვევების შესახებ, ბრალდებების ძირეულად შესწავლისკენ მოუწოდებს.
სტივ ნიქსი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში, აცხადებს, რომ ბრალდებები სერიოზულია და მათი გამოძიება აუცილებელია. საჭიროების შემთხვევაში ეს სასამართლო განხილვა. აირაის პროგრამების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში არსებული ჩიხიდან გამოსვლა მოლაპარაკებითა და კომპრომისითაა შესაძლებელი.
ყველა მხარეს ვთხოვ, ჩაერთონ მოლაპარაკებებში, დრო არ იცდის, მნიშვნელოვანია ორივე მხარემ სცადოს კომპრომისზე წასვლა.
იმედი გვაქვს , რომ ამ დღეებში რაღაც ისეთი მოხდება , რაც ყველა მხარეს კომფორტულად აგრძნობინებს თავს, იმისთვის, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ - აცხადებს ნიქსი.