ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოშია. მაიკ პომპეოს ვიზიტი თბილისში, პოლიტიკური ტურნეს შემადგენელი ნაწილია. ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. ოფიციალური შეხვედრები ხვალიდან დაიწყება. მაიკ პომპეუ, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს,საგარეო საქმეთა მინისტრს, კათოლიკოს პატრიარქსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.