ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელები არ დააკმაყოფილა

17 ნოემბერი 2020, 18:28 1137 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია-ს  სარჩელი , ბათუმის საქალაქო სასამართლომ   არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე ოპოზიცია უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებს ასაჩივრებდა. მოსარჩელე მხარე აღნიშნული ოქმების ბათილად ცნობას მოითხოვდა. ძალა ერთობაშიას ინტერესების დამცველმა, სასამართლო  პროცესზე  წარდგენილი რამდენიმე არგუმენტი დაასახელა, რის გამოც , მისივე  თქმით,   ოქმები ბათილად უნდა ეცნოთ. კერძოდ,  მოსარჩელე მხარე ირწმუნება, რომ აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნების  1 190 დაკარგული  და 5 352 ბათილი ბიულეტენია. უმაღლესი საარჩენო კომისიის წარმომადგენელმა კი  მოსარჩელე მხარის მოთხოვნას უსაფუძვლო უწოდა.  მეტიც ირწმუნება, რომ ოქმები, რომლებსაც ასაჩივრებენ სამართლიანად დაიწერა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი