მაიკ პომპეოს ვიზიტი

17 ნოემბერი 2020, 14:30 946 ნახვა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ორ საათში საქართველოს ეწვევა. მაიკლ პომპეო თბილისის აეროპორტში თურქეთიდან ჩამოფრინდება, სადაც მან დღეს შეხვედრები გამართა. საქართველოში ოფიციალურ შეხვედრები კი ხვალ დაიწყება, მაღალი რანგის სტუმარი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. საქართველოს საგარეო უწყება განმარტავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლა ამ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასასმელად იქნება გამოყენებული.

განმარტავენ, რომ ასევე ვიზიტი დადასტურებაა იმის,  რომ საქართველო არის ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე და მთავარი დასაყრდენი რეგიონში. ცოტა ხნის წინ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა თეა წულუკიანმაც, მისი თქმით, ვიზიტი რომელიც დღეს იწყება, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ორ დღიანი ვიზიტი ადასტურებს შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ მაიკ პომპეო ხელისუფლებას შეახსენებს დემოკრატიული ქვეყნის ძირითად პრინციპებსა და მათ შორის უმთავრესს - სამართლიანი და მიუკერძოებელი არჩევნების მნიშვნელობას.

ოპოზიცია მაიკლ პომპეოს აქციით ხვდება. გეგმავენ "მდუმარე აქციას", მონაწილეებს სტიკერებს დაურიგებენ წარწერით — გაყალბებულია. განმარტავენ, რომ ამერიკის დროშებით მიესალმებიან  სტრატეგიულ პარტნიორს და ამასთანავე არჩევნების შესახებაც მიაწოდონ ინფორმაციას. ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, მათი მიზანია მაიკ პომპეომდე მიიტანონ საერთო გზავნილი, რომ არჩევნები გაყალბებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი