ენმ: მმართველი გუნდი საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის ძალდატანებით მიყვანას გეგმავს

17 ნოემბერი 2020, 11:16 1225 ნახვა

„მმართველი გუნდი საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მიყვანას 21 ნოემბერს ძალდატანებით გეგმავს“ - ირწმუნებიან ნაციონალურ მოძრაობაში და განცხადების პარალელურად ასაჯაროებენ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც მათივე მტკიცებით, აგიტატორი  მოქალაქეს მოუწოდებს მხარი რესან კონცელიძეს დაუჭიროს და ამას შესაბამისად აღრიცხავს კიდეც.

ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე ირწმუნება, რომ ასეთ დავალებებს აგიტატორებს მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ქალაქის მერი - არჩილ ჩიქოვანი აძლევთ.

ამასთან ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ სირცხვილის კორიდორში გაატარებენ პარტიულ ლიდერებს მმართველი გუნდიდან და მათ საარჩევნო უბნებთან დისკომფორტს შეუქმნიან. მმართველ გუნდში საპასუხო განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი