„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არჩევნების მეორე ტურის დღეს ე.წ. სირცხვილის კორიდორის მოწყობა მიუღებელია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის. ვახუშტი მენაბდის განმარტებით, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის უფლება. მენაბდემ იმედს იტოვებს, რომ 21 ნოემბრამდე ოპოზიცია პროტესტის გამოხატვის სხვა მეთოდზე შეთანხმდება. „საია“ აპირებს არჩევნებზე განვითარებული მოვლენები დეტალურად შეისწავლოს.