,,სააკაშვილი არის ფაქტორი, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოში მყოფი ადამიანები“-ასეთია ევროპული საქართველოს პოზიცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით. გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მიუხედავად განსხვავებისა და ახლა ერთიანები არიან და მთავარი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება.
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი სალომე სამადაშვილი პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და წერს, , რომ მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია ჩამოვა თუ არა საქართველოში.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტმა თავისი ჩამოსვლა მორიგი ვიდეომიმართვის დროს კიდევ ერთხელ დააანონსა. ამას კი ნაციონალური მოძრაობის წევრ, გიორგი ბარამიძესა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შორის ღია ეთერში კამათი მოჰყვა. განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ მათ ექსპრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებითაც.