პროცესი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში

18 ოქტომბერი 2016, 00:00 3616 ნახვა
00:00
00:00

ხელვაჩაურის რაიონულ  სასამართლოში  თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის საქმის განხილვა იწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაეყენეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობით დაემუქრნენ. საქმეზე ორი პირია დაკავებული, გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული ორიდან 5 წლამდე ან 7 დან 10 წლამდე პარტიმრობას ითვალისწინებს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში