აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

13 ნოემბერი 2020, 16:50 1430 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება მოხდა. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ყვებიან, რომ შენობის წინ ხეებზე, თოკის გაბმა უნდოდათ, სადაც გაყალბებული ოქმების ჩამოკიდებას გეგმავდნენ. ბონდო თედორაძის თქმით, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

სამართალდამცველებმა თოკი გაჭრეს. 

''მშვიდობიანი აქციის დროს ოქმების გამოფენის საშუალებას არ გვაძლებენ. რიჟვაძის დამსახურებით მოვიდა პოლიცია. პერფორმანსის მოწყობას ვგეგმადით და ხელს გვიშლიან. არაერთი პროვოკატორი მოგვიგზავნეს და აქციის დაშლა უნდათ. გცხვენიათ გაყალბებული ოქმების ნახვა? აჭარაში მესამე ადგილზე ბათილი ბიულეტენები გავიდა, მეოთხეზე კი დაკარგული. ასეთი არჩევნები იყო'' - ამბობს პირდაპირ ჩართვაში ენმ-ს წევრი. 

აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია იმართება. ოპოზიციური პარტიის აქტივისტები ღამეს კარვებში და სპეციალურად მოწყობილს სცენაზე ათენებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი