ბათუმში კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა

13 ნოემბერი 2020, 10:57 8098 ნახვა

დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანის შემდეგ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ პაციენტს ფილტვების 80% დაზიანებული ჰქონდა. 32 წლის ქალმა კლინიკას 4 ნოემბერს მიმართა. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

კლინიკის დირექტორის განცხადებით, ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა. 

ბოლო 24 საათში აჭარაში covid-19-ით ათი ადამიანი გარდაიცვალა. რეგიონში კორონავირუსი კიდევ  448 ადამიანს დაუდასტურდა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს ჰქონდა კოვიდ 19, პნევმონია, მარჯვენამხრივი სპონტანური პნევნოთორაქსი, თავის ტვინის დაზიანება დაუზუსტებელი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, კომა, ღვიძლის უკმარისობა, ანემია. არტერიული ჰიპერტენზია.

პაციენტს მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას იყო მძიმე, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვის დაზიანება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში