აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაატარეს

11 ნოემბერი 2020, 11:42 1170 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია ისევ გრძელდება. ოპოზიციის აქტივისტებმა ღამე კარვებში გაათენეს. გამსახურდიას ქუჩაზე ორი დიდი კარავია გაშლილი. დამონტაჟებულია სცენა და შეკრებილები  გასათბობად ცეცხლს ანთებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქციები უამინდობის მიუხედავად არ შეწყდება. მათი მოთხოვნები კი უცვლელია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენება და ხელახალი არჩევნების ჩაინიშვნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი