მოძრაობა ,, გაბედეს’’ წევრებმა ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს. მათი შეკრების მიზეზი, როგორც ამბობენ, 5 ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნაა.
აქციაზე იმყოფებოდა, მოქალაქე, რომელმაც განაცხადა, რომ ლაშა კომახიძის მერობის პერიოდში 2 წლის განმავლობაში, უწყვეტად, იღებდა სოციალურ დახმარებას, საცხოვრებელი ბინის ქირის ფულსა და საკვებ პროდუქტებს. დიანა ანგელენკოს თქმით, მას შემდეგ რაც მერის მოვალეობის შემსრულებლად, არჩილ ჩიქოვანი დაინიშნა თანხის გადახდა შეუწყდა.