გრიგოლ ვაშაძე მის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

10 ნოემბერი 2020, 15:23 1218 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას ავრცელებს.

"მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო"- წერს გრიგოლ ვაშაძე სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ განმარტებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა გადაეტანათ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან.

"მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად"- აცხადებდა გრიგოლ ვაშაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში