შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით მიმდინარეობს ჟურნალისტების აქცია: "ნუ გვაბრმავებ!" გუშინ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე აქციაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული ზომების შედეგად, დაშავდა მედიის ათამდე წარმომადგენელი, დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკაც.