"ცესკო არის ქაჯეთის ციხე ვერავინ ვერ შევა და გავა ამ შენობიდან სანამ არ ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები" - ნიკა მელია

08 ნოემბერი 2020, 20:17 1207 ნახვა

ოპოზიციასთან კონტაქტზე კობახიძე-თალაკვაძე გამოვიდნენ - განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკა მელიამ 

„რვა საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრო, წამოსულიყვნენ კომპრომისზე. ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე,  შედგა კონტაქტი ოპოზიციასა და ბატონ თალაკვაძე, კობახიძეს შორის. მათთან ურთიერთობისას ბოლო ინფორმაცია არის ის, რომ იქნებ, ხვალ დავილაპარაკოთ. მაშინ, როდესაც აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია, რომ დღეს დაგველაპარკოს. ხელისუფლება, რეჟიმი, რომელსაც არ დაეჯერება არც ერთი სიტყვა, ბუნებრივია, სანამ შეხვედრა არ შედგება, არც ერთ ჩვენგანს არანაირი რაღაცა ჰიპოტეტური დაპირებისა არ სჯერა. ინიციატივა, სიმართლე, სიმტკიცე, სიმამაცე არის ხალხის მხარეს, ისტორიის სწორ მხარეს. ამიტომ მოქმედების დროც არის ყველაფერთან ერთად, რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოთქმასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება ახლა აღსრულება, ეს ბრძოლა შეიძლება იყოს ერთდღიანი, ორდღიანი სამდღიანი, მაგრამ უწყვეტი იქნება, არ იქნება ინტერვალი ბრძოლებს შორის, ანუ ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. ჩვენ ახლა ყველამ ერთად ვინც კი ვართ, და ძალიან ბევრი ვართ, უნდა გადავინაცვლოთ და დავრჩეთ, კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკო-ს შენობას, ვერავინ იქ ვეღარ შევა, და ვერავინ იქედან ვეღარ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, იქ ვიდგებით ყველანი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის გადაწყვეტილებით საპროტესტო აქცია მსვლელობით ცესკო-ს შენობასთან გადაინაცვლებს და საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში არავის მისცემენ შესვლის საშუალებას, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი