აქცია პარლამენტთან ხელახალი არჩევნების მოთხოვნით

08 ნოემბერი 2020, 15:01 1300 ნახვა

დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქცია ამ წუთებში იწყება. პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. მთავარი მოთხოვნა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და ხელახალი არჩევნებია. მანამდე ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. პარტიებმა სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყეს მსვლელობა და ბოლო ლოკაცია პარლამენტის შენობაა. მსვლელობები გაიმართა რეგიონებიდანაც. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში