როგორ ხვდება საკურორტო სეზონს ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი - მახუნცეთის ჩანჩქერი. გამგეობაში ირწმუნებიან, რომ მახუნცეთი დამსვენებლებისთვის უსაფრთხოა, თუმცა მოუწესრიგებელმა ინფრასტრუქტურამ შესაძლოა ვიზიტორების რიცხვი საგრძნობლად შეამციროს.