„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ლარზე

06 ნოემბერი 2020, 15:00 1133 ნახვა

„ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ასუსტებს ეკონომიკურ აქტივობას. განგრძობითი ხასიათის ლარის დევალვაცია აფერხებს საინვესტიციო საქმიანობას, ეცემა მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი და მცირდება ერთობლივი მოთხოვნა“, – ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ლარის კურსზე თავის მხრივ, გავლენას ახდენს გართულებული ეპიდსიტუაცია, არჩევნების შემდგომ განვითარებული პოლიტიკური ვნებათაღელვა, ნეგატიური მოლოდინები და სხვა ფაქტორები.

ეროვნული ვალუტის კურსი, გაუფასურებას განაგრძობს. ერთი დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ამ დროისთვის 3,4 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება უკვე 4 ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი