ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გასროლის ხმა იყო 

06 ნოემბერი 2020, 14:29 1202 ნახვა

სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან რამდენიმე წუთის წინ გასროლის ხმა იყო.  ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან,  "გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ აქტივისტები აქციას მართავენ.

აქტივისტების განცხადებით, უცნობმა პირმა ავტომობილიდან რამდენჯერმე გაისროლა. მათივე თქმით, სავარაუდოდ, ეს მათ დასაშინებლად გააკეთეს.

ამ დროისთვის ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და სამართალდამცველები მუშაობენ, მიწაზე კი გასროლილი მასრები ყრია.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში