სუს-ში წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც დესტრუქციული სცენარისთვის იყვნენ მომზადებული​ - ირაკლი კობახიძე

05 ნოემბერი 2020, 20:07 1182 ნახვა

სუს-ში გამოკითხვა უკავშირდებოდა ჩემს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების და აქტივისტების სამზადისთან დაკავშირებით. განაცხადა ირაკლი კობახიძემ, სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ.

"დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე რამდენიმე დღის წინ გავავრცელე. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში "ნაცმოძრაობის" ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, დავასახელე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე ინფორმაციის შინაარსი, მათ შორის წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მოაზრებულნი ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. რა თქმა უნდა, ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა.

ჩვენ ვთქვით მაშინ, რომ შექმნილი იყო ჯგუფები, მათ შორის ე.წ. ეკიპაჟები იმ ადამიანებისგან შემდგარი, მათ შორის ყოფილი ძალოვნები, მათ ჰქონდათ გარკვეული ტიპის შეიარაღება, რომლებიც მერე გამოჩნდა არჩევნების დღეს, თქვენ გახსოვთ ადამიანები შეიარაღებულნი გადაადგილდებოდნენ, მათ შორის ჰქონდათ ელექტროშოკები და ა.შ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა, რაც არჩევნების დღეს მოგვიანებით დადასტურდა კიდეც.

ჩვენ დავასახელეთ მათ შორის მათი ლიდერების გვარები. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის ლიდერი ამ მთავარი კრიმინალური დესტრუქციული ძალის და მასთან ერთად ამ კუთხით მოქმედებდნენ ასევე რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, რომელთაგან დავასახელებდი მაგალითად დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც ჩართული ამ სცენარის განხორციელებაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ცოტახნის წინ ირაკლი კობახიძე სუსში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი