ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ორმა წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა

05 ნოემბერი 2020, 01:21 1428 ნახვა

ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა კომისიის ორმა წევრმა, მიხეილ კიკაბიძემ და უშანგი მიქელაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.

სხდომაზე სადაც შემაჯამებელი ოქმების შესახებ საჩივრებს განიხილავდნენ, მათ უბნების გადათვლა მოითხოვეს.

რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მათი თხოვნა არ გაითვალისწინეს და გადაწყვიტეს სხდომის დატოვება. მიაჩნიათ, რომ კომისია შეთანხმებული გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედებს და მათ პროცესში ჩართვას აზრი ეკარგება.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში