"დაგვიბრუნე ჩვენი არჩევანი" - საპროტესტო აქცია უსკოსთან 

04 ნოემბერი 2020, 13:38 1481 ნახვა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები მივიდნენ. ისმოდა შეძახილები: ''იმოქმედე'' და ''დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა''.

აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლაც სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ადგილზე აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელიც იმყოფებოდა, რომელმაც აქციის მონაწილეები შეაჩერა. კომისიის შენობის კარი კი გისოსებით ჩაკეტეს.

აქტივისტები უსკოს შენობასთან რამდენიმე წუთით გაჩერდნენ და მსვლელობით დატოვეს ტერიტორია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში