გლდანის მერვე დაწესებულებაში გიორგი რურუა გამოკითხეს. საქმე ეხება გუშინდელ ინციდენტზე, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით მას ერთ-ერთმა პატიმარმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. უწყებაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან და გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს. უწყებამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა და აცახდებენ, რომ დაწყებულია გამოძიებაც. ორგანიზაცია .„უფლებები საქართველო“ გიორგი რურუას მიმართ ციხეში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელების კანონიერების შესწავლას ითხოვს, რადგან ფიქრობენ, რომ იგი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს.