პარტია „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები „ საპარლამენტო არჩევნებს უნდობლობას უცხადებს და შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. პარტიაში ირწმუნებიან, რომ არჩევნები სხვადასხვა გზით გაყალბდა და მაგალითად ბათუმის მეცხრამეტე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი წარმოადგინეს სადაც ამომრჩეველთა რაოდენობას საერთო ხმების რაოდენობა აჭარბებს. ოქმში დისბალანსი გენრი დოლიძის განცხადებით ცხადყოფს საარჩევნო პროცესების საერთო სურათსაც.
დოლიძე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დაგეგმილ არჩევნებს პარტია მოქალაქეებიც შეუერთდებიან და ხმებს ყველა კანონიერი გზით დაიცავენ.