საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნა

01 ნოემბერი 2020, 15:13 876 ნახვა

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრებმა ბრიფინგი გამართეს და 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ისაუბრეს.

ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა ელონა ჯებრეა ხოჯამ განაცხადა, რომ არჩევნებზე, კონკურენტული და საბოლოო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა, იყო მუდმივი ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა და არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც ამცირებდა საზოგადოების ნდობას ამ პროცესის მიმართ.

''არჩევნები გაიმართა ახალ საკანონმდებლო ჩარჩოს ფორმატში. პანდემიის მიუხედავად, არჩევნები, ზოგადად ეფექტიანად იქნა განხორციელებული, მაგრამ საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტურმა წარმომადგენლობამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ადამიანების აღქმაზე, თუ რამდენად მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად ხორციელდებოდა არჩევნები ყველა დონეზე. ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ხანგრძლივი კონსულტაციებით მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე არის გაუმჯობესება, მაინც არის გარკვეული წუხილი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და რამდენად დაცულია რეკომენდაციები კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებს, აქ მაინც არსებობს გარკვეული წუხილები და ოდიარისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციები, რათა სათანადოდ ყოფილიყო რეგულირებული დელიმიტაციის პროცესი.

კოვიდპანდემიამ ძალიან დიდი პრობლემა შექმნა ჩვენი თანადამკვირვებლებისთვის, ასევე ადგილობრივი პარტნიორებისთვის, რათა მათ ორგანიზება გაეწიათ ამ არჩევნებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხის მიუხედავად, საქართველოში ხალხმა შეძლო, დიდი ოდენობით გამოცხადებულიყო საარჩევნო უბანზე და ხმა მიეცა.'' - განაცხადეს ბრიფინგზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი