ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს - ირაკლი ღარიბაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 23:50 1052 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

"ავღანეთის მისიაში არჩევნების შედეგები. პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"

მაზარი შარიფის - 84,7%

ბაგრამი-ქაბული - 93,3%

ეს ნდობა 10-ჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩვენი საამაყო ჯარის მიმართ, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებ ჯარის გაძლიერებას"-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში