დარღვევები ფიქსირდება თბილისშიც. 73-ე უბანზე ადგილი ჰქონდა ბიულეტენის დახევის შემთხვევას. საუბრობენ ორ ვერსიაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, უბანზე მისულ ამომრჩეველს მიაწოდეს ორი ბიულეტენი, რომელთაგან შეცდომით მხოლოდ ერთი ბიულეტენი მოათავსა ყუთში, მეორე კი დახია. ამის შემდეგ კი მოქალაქემ უბანი პროტესტის ნიშნად დატოვა.
მეორე ვერსიით კი მოქალაქეს ბიულეტენი არ დაუხევია და უბნიდან გაიტანა.
კომისიის წევრები ყვებიან, რომ მას შენიშვნა მისცეს, აუხსნეს, რომ ორივე ბიულეტენი ერთ კონვერტში უნდა მოეთავსებინა და ის უკვე ბათილი იყო.
კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა საბურთალოზე. ამომრჩეველმა პირბადე არ მოიხსნა, რის გამოც დამკვირვებლებმა საჩივარი დაწერეს.
''მოვიდა ამომრჩეველი, სახით, თვალებით გავდა და გავატარეთ ისე, პირბადე არ ჩამოუწევია. მხოლოდ სამი ადამიანი იყო ასეთი. თუმცა რეგისტრატორთან აუცილებლად იწევენ პირბადეს და მოწმდება'' - განაცხადა კომისიის წევრმა.