საქართველოში რისკ-ჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინა შემოსულია - ამირან გამყრელიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:06 1008 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გუშინ ღამით, საქართველოში 77 000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვიდა, 1 ნოემბერს კი, კიდევ დამატებით 110 000 დოზა ჩამოვა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინა რეგიონებში უკვე გადანაწილდა.

'' წინა შემოტანილი 25 000 დოზიდან, 13 000 იყო ათვისებული რისკჯგუფებზე, რომელიც პირველ ეტაპზე უნდა აცრილიყო. ეს იყო ცე-ჰეპატიტის მქონე პაციენტები,ბაღის აღმზრდელები,ორსულები. დღეიდან კი უკვე შეიძლება მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ გაფართოვდეს წრე და ვინც რისკჯგუფებში არიან მიმართონ ექიმებს.

განსაკუთრებით ფართო რისკჯგუფები დაიწყება დღეიდან. ეს არის სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანები, ასევე 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომლებსაც ასევე აქვთ ქრონიკული სისხლძარღვთა დაავადებები და ფილტვების ობსტრუქციული დაავადება.

იცრება ასევე ქართული ჯარის ნაწილები, პატრული. ისინი პოლიკლინიკებში მივლენ. ეს ყველაფერი დევს ვებგვერდზე. გაიგებთ სად და ვისთვის არის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, გრიპის აცრას რესპირაციულ სეზონზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, 40 000 დონაზა გრიპის ვაქცინას კერძო სექტორიც შემოიტანს, რომელიც ფასიანი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში