პრემიერის განცხადებით, საქართველოს პანდემიის პირობებშიც კი საკმარისი რაოდენობის დამკვირვებლები ეყოლება.
გიორგი გახარიას განცხადებით, ამისთვის მათ ბრიუსელში ვიზიტის დროს ყველაფერი გააკეთეს.
"ჩვენ დღეს ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის დამკვირვებლები გვყავს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს საელჩოებს, რომლებიც სადამკვირვებლო მისიებისა და ფუნქციების აღსრულებაში ჩაერთვნენ, ამიტომ, სრულად ქვეყანა იქნება დაფარული.
ჩვენ ბრიუსელში ბოლო ვიზიტის დროს ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა ჩამოსულიყო საქართველოში და იმის შედეგია, რომ პანდემიის პირობებშიც კი საქართველოს საკმარისი დამკვირვებლები ეყოლება"-განაცხადა გიორგი გახარიამ.