"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

27 ოქტომბერი 2020, 14:50 1069 ნახვა

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

ენუქიძე დროებით თვითიზოლაციაში იმყოფება.

''ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.

განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია.

მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას. წინ უფრო დიდი გამოწვევებია, რომელსაც ასევე ღირსეულად ვუპასუხებთ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!'' - დაწერა ენუქიძემ სოციალურ ქსელში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი