გლობალური პანდემიის ფონზე ჩვენმა გუნდმა შეძლო აჭარის ბიუჯეტი 3.2 %-იანი ზრდით დაეგეგმა - მთავრობის თავმჯდომარე 

26 ოქტომბერი 2020, 13:08 1815 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, გლობალური პანდემიის ფონზე რეგიონის ბიუჯეტი 3.2 % იანი ზრდით დაიგეგმა.

,,დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განიხილება მთავრობის სხდომაზე, 2021 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტია და მინდა ავღნიშნო,გლობალური პანდემიის დროს, ეკონომიკურმა გუნდმა მოახერხა, რომ ბიუჯეტი დაიგეგმოს 3,2 პროცენტული ზრდით. ეს ნიშნავს, რომ არც ერთი პროექტი, არც ერთი ინფრასტრუქტული პროექტი, მათ შორის არც ერთი სოციალური პროექტი, არ გაჩერდება” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ​.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი